ამაზე თანხები მეყოფა - ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ იხდის სასტუმროს ღირებულებას სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:50 | 12.09.2017 ნანახია: 1826
მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი, როგორც ტელე წამყვანის ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 50 ათასი ლირა და ასევე აქვს ანგარიში, რომელიც დაუხურეს.
სააკაშვილის თქმით, მისი შემოსავალი საკმარისია იმისთვის, რომ შემოიაროს უკრაინის რეგიონები, ასევე ჩავიდეს კიევში და სასამართლოს გზით იბრძოლოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად.
,,ძალიან მომწონს ლვოვის ცენტრში ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ გამოდის, ჩემი ხელფასი, რომელსაც ვიღებდი როგორც წამყვანი, იყო 40-50 ათასი ლირა. ეს კარგი ანაზღაურებაა. ასევე მაქვს ანაზღაურება, რომლითაც არ შემიძლია ვისარგებლო, რადგან დამიხურეს ანგარიში, დოკუმენტები აქ არ მაქვს. როდესაც აქ ჩამოვედი, მზად იყო ნომრები და როდესაც გავემგზავრები ეს მოხდება დღეს ან ხვალ, მე ვაპირებ უკრაინის ტერიტორიაზე გავლას. მე გამოვაცხადებ ტურნეს უკრაინაში, მოვივლი ყველა ქალაქს, წავალ ხარკოვში, ოდესაში, შემდეგ გავემგზავრები კიევში, იმისთვის, რომ შეწყვიტონ ეს ისტორია, მოდიან აქ და ხელს მიშლიან გეგმების განხორციელებაში.
"ნუ ნერვიულობთ, ამაზე თანხები მეყოფა. უკრაინის ტერიტორიაზე ვიმოგზაურებ, გზად შევივლი სასამართლოში რომ დავიცვა ჩემი უფლებები. თუკი ეს არის თქვენთვის მთავარი კითხვა, როგორ ვიხდი ნომრის ღირებულებას, ვფიქრობ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















