ეროვნულ არქივს პოლონეთის დელეგაცია ეწვია

საქართველო, თბილისი - 17:32 | 08.09.2017
ნანახია: 1228

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ესტუმრა პოლონეთის დელეგაცია, რომლის წევრებიც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მოწყობილ მცირე გამოფენაზე გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძესთან  დაკავშირებულ დოკუმენტებს გაეცნენ.

გარდა ამისა, ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი სლავომირ ფრატჩაკი, პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორი ადამ ბულავა, კატინის  მუზეუმის დირექტორი ევა კოვალსკა და სხვები.

გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1918 წლიდან მსახურობდა, ხოლო 1919-1921 წლებში გენერალური შტაბის უფროსი იყო. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, 1939 წლამდე, ის  პოლონურ არმიაში დივიზიის გენერლის წოდებით მოღვაწეობდა.

ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა დიმიტრი სილაქაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძესთან დაკავშირებული როგორც საქართველოს, ისე პოლონეთის თავდაცვის სისტემაში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე