როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 14:12 | 08.09.2017
ნანახია: 1823

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მასშტაბით 10 სექტემბრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მოსალოდნელია 29-34 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსს მიაღწევს. ასეთივე ტემპერატურაა მოსალოდნელი აღმოსავლეთშიც.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ქარის სიჩქარე დღეიდან თანდათან შესუსტდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე