ტეხასში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

საქართველო, თბილისი - 11:28 | 31.08.2017
ნანახია: 1289

ტეხასში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ ,,ჰარვისა" და მისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.

დატბორილია მთავარი მაგისტრალები, შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ცალკეულ რაიონებში გათიშულია ელექტროენერგიაც.

არსებობს საშიშროება, რომ დატბორილ ქალაქ ჰიუსტონში ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდეს. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში გამოდარებას არ პროგნოზირებენ. მათი თქმით, ტეხასის აღმოსავლეთ ნაწილსა და ლუიზიანაში ისევ ძლიერი წვიმაა მოსალოდენლი


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე