ანი სირაძის ახალი იმიჯი და ერთ თვეში დაკლებული 10 კილო (ფოტოები)
საქართველო, თბილისი - 14:43 | 29.08.2017 ნანახია: 53300
საკუთარი ნებით ან სტილისტებისა და იმიჯმეიკერების მითითებებით მომღერლები და არამარტო, მუდმივად იცვლიან გარეგნობას. ისინი არჩევენ ახალ ვარცხნილობებსა და სამოსს სასურველი იმიჯის შესაქმნელად. ვიღაც ამას ხშირად აკეთებს, ვიღაც იშვიათად. ზოგს ეს გამოსდის წარმატებულად, ზოგს _ არა. გამომდინარე იქიდან, რომ სელებრითები მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, ისინი ყოველთვის აკონტროლებენ საკუთარ გარეგნობას, წონას, ჩაცმულობას და ა.შ. ასეთია მომღერალი ანი სირაძეც, რომელმაც სულ ახლახანს შეიცვალა იმიჯი.
ანი სირაძე:
ბავშვობიდან ვარ ქერა და მაყურებელს ყოველთვის ქერა თმაში ვახსოვარ. ჩემს ბოლო იმიჯს რაც შეეხება, ეს ჩემთვის იყო მოულოდნელი, რადგან ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე რომ თმა მუქად შემეღება. წავედი სტილისტთან, მითხრა არ გაბედო თმის შეღებვაო, მაგრამ მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა. სოციალურ ქსელში ჩემს ახალ იმიჯს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ყველას ძალიან მოეწონა ჩემი მუქი ფერის თმა.
ძალიან გიხდება ეს ცვლილება და შენ თვითონ, შავი ფერის თმა არ მოგწონს?
ვფიქრობ, რომ ქერა უფრო მიხდება და საერთოდ ბუნებრივობას ვანიჭებ უპირატესობას. გაოცებული ვარ იმით, რომ 100-დან 99 %-ს მოსწონს მუქი ფერის თმა. მომღერალ ნინი წიკლაურს იმდენად მოეწონა ჩემი თმის ფერი, რომ თმა ჩემი ხათრით შეიღება. მასაც მთელი ცხოვრება ქერა თმა აქვს.
შეღებვა თმის სტრუქტურას არ აზიანებს?
თმა შოკოლადისფრად შევიღებე, მუქი ფერის არ მაქვს. ნატურალური საღებავით შევიღებე, ამიტომ ადვილად გადავალ ქერა ფერზე და თმის სტრუქტურა არ დამიზიანდება.

რაც შეეხება თმის სიგრძეს...
უპირატესობას ყოველთვის გრძელ თმას ვანიჭებ. თმის სიგრძე უმნიშვნელოდ შევიმოკლე.
თმის მოვლის რა პროცედურებს მიმართავ?
ერთ-ერთი ბრენდის პროდუქციას ვიყენებ. შამპუნი, ბალზამი, ზეთები, ,,მასკები'' და ა.შ.
როგორც ვიცი, თმის ფერის შეცვლის გარდა, სხვა სიახლეც გაქვს. წონაშიც დაკლებული ხარ.
კი, მკაცრი დიეტის წყალობით ერთ თვეში 10 კილო დავიკელი. „იმედის დილის“ პირდაპირ ეთერში ვიყავი, შემდეგ რომ გადავახვიე გადაცემა და ვნახე გადაცემის სრული ჩანაწერი, გავგიჟდი, რადგან ძალიან მომატებული ვიყავი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ სასწრაფოდ დამეკლო წონაში.
რაიმე კონკრეტულ დიეტას იცავდი?
დუკანის დიეტაზე ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როდესაც შედეგს ნელ-ნელა საკუთარი თვალით ვხედავდი, ამან უფრო სტიმული მომცა და ახლა ვარ სასურველ წონაზე.
primenewsgeorgia

პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















