მორიგი მკვლელობა რუსეთში - პოლიციამ 3 ცხედარი აღმოაჩინა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 23.08.2017
ნანახია: 1230

მორიგი მკვლელობა რუსეთში. ნიჟნი ნოვგოროდში გორკის ავტოქარხნის ტერიტორიაზე პოლიციამ 3 ცხედარი აღმოაჩინა.

პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია ლაბორანტი ქალი და ორი მამაკაცი. მკვლელობაში ქარხნის თანამშრომელია ეჭვმიტანილი.

დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ სამსახურიდან მისი დათხოვნა გახდა. სხვა ვერსიით კი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე იქნა ჩადენილი.

მკვლელი პოლიციამ უკვე დააკავა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე