მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეეებია გმირულად ებრძვის ხანძარს, - გიორგი მარგველაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:23 | 22.08.2017 ნანახია: 1193
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბორჯომში, სოფელ დაბასთანხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებს მადლობას უხდის.
პრეზიდენტის განცხადებით, კოორდინაციის ხარისხი მაღალია და ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. გიორგი მარგველაშვილმა მეზობელი სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„რამდენიმე დღე არის ჩვენ ყველას გვაწუხებს და გვაშფოთებს და მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მეხანძრეებს, მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეებია გმირულად ებრძვის ხანძარს, ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ მობილიზებული არის როგორც ჩვენი სახელმწიფოს რესურსი, იმიტომ რომ აქ არის ჩართული როგორც ქართული ძალები, ასევე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების რესურსები და მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაა, ბატონი პრემიერმინისტრი, მინისტრები, შესაბამისი იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკლავების პროცესში არიან აქტიურად ჩართულები.
მინდა მადლობა ვუთრხა საზოგადოებას, რომელიც აქტიურად არის ჩართული. ამავე დროს მოხალისეებს, მინდა ვთხოვო მათ, არაფრის დიდებით დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს დახმარება ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური და მადლობა თქვენი სამოქალაქო ორგანიზებისათვის. ასევე მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება საშიშროება, მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ლოკალიზაციისკენ და ამ მომენტში არანაირი პანიკის საფუძველი არ არის, მით უმეტეს გამომდინარე იქედან, რომ ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, რომლებიც ინფორმირებულები არიან ხანძრის გავრცელების შესახებ და აგრეთვე ოპერატიულად მუშაობს მედიაც, რომელიც როგორც იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, ასევე მთელ ქვეყანას გვაწვდის ინფორმაციას და მადლობა ასევე მედიას ამ საქმეში ასეთი აქტიური, ფაქტიურად 24 საათიანი ჩართულობისთვის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















