უამინდობა გერმანიაში- არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 12:25 | 02.08.2017
ნანახია: 1350

ერთი ბავშვი დაიღუპა და ოთხი დაშავდა უამინდობის შედეგად გერმაანიის ბადენ-ვიურტემბერგის  ფედერაციაში. ძლიერი ქარის შედეგად 25-მეტრიანი  ხე ბანაკში კარავს დაეცა. ამის შესახებ გამოცემა  Bild-ი წერს.

ინციდენტი ბავშვთა ბანაკში მოხდა. დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის ვერტმფრენით ბაზელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბანაკის სხვა ბინადრები უსაფრთხოდ არიან.

ინციდენტის ღამეს რეგიონში დაფიქსირდა ქარიშხალი რომლის სიჩქარეც საათში 110 კილომეტრს შეადგენდა. გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უამინდობის გამო საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე