ალაბამას ციხიდან 12 პატიმარი გაიქცა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 31.07.2017
ნანახია: 1255

12 მსჯავრდებული გაიქცა ალაბამას შტატის ციხიდან. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი გაქცეულის დაკავება უკვე მოხერხდა. დანარჩენების ძებნა კი ისევ გრძელდება. ორი დამნაშავე, რომელიც ჯერ არ დაუკავებიათ, სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, კიდევ  ორი კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. გაქცეული მსჯავრდებულებიდან ყველაზე უმცროსი 19-ის, უფროსი კი 30 წლისაა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე