ყაზბეგში მეწყერი ჩამოწვა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 31.07.2017
ნანახია: 1191

ყაზბეგში, ძლიერი წვიმის გამო, დაახლოებით 150 კუბური მეტრის მეწყერი ჩამოწვა.

დილის 7:00 საათისთვის, მიწამ მიკრო ავტობუსი და მსუბუქი მანქანა მოიყოლა.

ამ დროისთვის, მგზავრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

ადგილზე უკვე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ცალმხრივად აღდგა მანქანების გადაადგილებაც. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე