პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, რომ კონსტიტუციას და პარლამენტს მწვავე დარტყმები მიაყენოს - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 16:55 | 28.07.2017 ნანახია: 1394
პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, ,,ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმები მიაყენოს საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტს, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა პირდაპირ ეთერში დამჯდარიყო ირაკლი კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაზე სასაუბროდ. მისივე თქმით, ასევე ბოლო ვეტოებთან დაკავშირებით ის გააღიზიანა ირაკლი კობახიძის ამომწურავმა არგუმენტებმა, რასაც ვერაფერი დაუპირისპირეს და საპასუხოდ მხოლოდ ლანძღვის ნიაღვარი ვნახეთ.
,,პირველ შემთხვევაში გაღიზიანება გამოწვეულია მათივე არაკომპეტენტურობით. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა პირდაპირ ეთერში დამჯდარიყო ირაკლი კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაზე სასაუბროდ. ასევე ბოლო ვეტოებთან დაკავშირებით ის გააღიზიანა ირაკლი კობახიძის ამომწურავმა არგუმენტებმა, რასაც ვერაფერი დაუპირისპირეს და საპასუხოდ მხოლოდ ლანძღვის ნიაღვარი ვნახეთ. რაც შეეხება მეორე მიზეზს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, ”ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმები მიაყენოს საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული კონსტიტუციური რეფორმა და მისი თანმდევი პოზიტიური პროცესები, რომელმაც ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თვისობრივად სხვა ქვეყანაში ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. როდესაც მსგავს პროცესებს, არგუმენტების ნაცვლად, ულტიმატუმებს, შეთქმულების თეორიებს და ლანძღა-გინებას უპირისპირებენ, ეს ყველაფერი მხოლოდ წარმატებაზე მიუთითებს”, - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















