პოლიციამ პროფესიონალურად - ოთარ კახიძე
საქართველო, თბილისი - 16:45 | 25.07.2017 ნანახია: 1955
„პოლიციამ პროფესიონალურად იმუშავა და შეადგინა ოქმი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აცნობიერებს, რომ წინდაუხედაობა გამოიჩინა, კანონი დაარღვია, რაზეც სამართალდამცველებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
"პარლამენტის წევრობა არ უნდა ათავისუფლებდეს არავის პასუხისმგებლობისგან. მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ტარების უფლება მაქვს, იარაღი აქციაზე არ უნდა მქონოდა",-ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ იარაღს 2016 წლის 3 დეკემბრიდან ატარებს, რადგან თავს დაუცველად გრძნობს.
"პირადად ჩემ მიმართ რამე მუქარა არ ყოფილა, ასეთს ვერ ვიხსენებ. რაც შეეხება იმას, ზოგადად რატომ ვატარებ იარაღს, მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, არ არიან დაცული ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკოსებიც, ძალადობისგან. ერთ წელზე მეტი გავიდა კორცხელის ძალადობიდან, რომლის არც დამკვეთი და არც შემსრულებელი დღემდე არ არის დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ იქ დეპუტატებსაც და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც უმოწყალოდ გაუსწორდნენ, მათ შორია კასტეტებით, რკინის ჯოხებით. დეპუტატ გივი თარგამაძის აფეთქება, ტერორისტული აქტი არის დღემდე გაუხსნელი და არ არიან პირები დასჯილნი. ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა, ასევე გამოუძიებელია. ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე, რომ არ მეხალისება იარაღის ტარება, ეს საკმაოდ მძიმეა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს ქვეყანაში",-განუცხადა კახიძემ საზოგადოებრივს.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კახიძე გამოკითხვაზე „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებულ აქციაზე იარაღით მისვლის თაობაზე დაიბარეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლისა და 239 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















