ტელეფონის თვითმფრინავის ბორტზე ატანა ფასიანი ხდება

საქართველო, თბილისი - 15:53 | 25.07.2017
ნანახია: 1069

ახალი საავიაციო წესები, რომელიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ შეიმუშავა, ხელბარგის მინიმალურ წონას ითვალისწინებს. შესაბამისად იმ ნივთების ჩამონათვალიდან, რისი ატანაც თვითმფერინავში უფასოდაა შესაძლებელი, გაქრა მოსაცმელი, ქოლგა, ნოუთბუქი, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და ვიდეოკამერა.

ახალი წესები მას შემდეგ შევა ძალაში, როდესაც მას ფედერალური საბჭო მოიწონებს და ქვეყნის პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონს, რომელის მეშვეობითაც ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევა არადაბრუნებად ავიაბილეთებზე მგზავრს უფასო ბარგზე უარი უთხრან.

ახალი წესების მიხედვით, ხელბარგი არ შეიძლება იყოს 5 კგ-ზე მეტი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე