ინდოეთში ტელეწამყვანი თავში პალმის ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:31 | 25.07.2017
ნანახია: 1170

ინდოეთში 58 წლის ტელეწამყვანი კანჩან ნატი თავში პალმის ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. კანჩანი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ხის მოჭრისთვის იბრძოდა.

ინციდენტი ქალაქ მუმბაიში მოხდა. ნატი იოგის ვარჯიშიდან ბრუნდებოდა. ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ქალს დაეცა. მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.  

გამვლელებმა ქალის დახმარება სცადეს, მაგრამ ტელეწამყვანი მიღებული ტრამვების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნატი და მისი ქმარი აგროვებდნენ ხელმოწერებს პალმის ხის მოჭრისთვის. მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ხე საფრთხეს არ შეიცავდა.

ტელეწამყვანის ქმარი ცოლის სიკვდილის გამო ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლებს.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე