მამაკაცი „ალაჰ-აკბარის“ შეძახილებით პოლიციელს თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 25.07.2017
ნანახია: 1175

ესპანეთ-მაროკოს საზღვარზე მამაკაცი „ალაჰ აკბარის“ შეძახილით პოლიციელის თავს დაესხა და დანით დაჭრა.

ინციდენტი ქალაქ მელიიაში მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

მედიის ცნობით, პოლიციელმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

ივნისში ესპანეთის პოლიციამ  „ისლამურ სახემწიფსოთან“ კავშირისთვის 32 წლის მაროკოელი დააკავა.

სპეცრაზმმა შტურმით აიღო მისი სახლი მადრიდში. ისლამისტს აღმოაჩნდა ექსტერმისტული მასალების კოლექცია, მათ შორის სახელმძღვანელო თვითმკვლელებისთვის. დაკავებულია ასევე ორი მაროკოელი, რიომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე