სასამართლომ მადონას პირადი ნივთების აუქციონი გააუქმა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 19.07.2017
ნანახია: 1383

მანჰეტენის სასამართლომ გააუქმა აუქციონი, რომელზეც ამერიკელი მომღერლის მადონას 20-მდე პირადი უნდა გამოეტანათ. ამის შესახებ New York Post Page Six-ი წერს.

მანამდე მომღერალმა სასამართლოს სასამართლოს აუქციონის გაუქმების თხოვნით მიმართა. აუქციონი დღეს უნდა გამართულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, მადონას პირადი ნივთები აუქციონს მისმა ყოფილმა მეგობარმა დარლინ ლუტცმა გადასცა.

ლოტებს შორის იყო რეპერ თუფაქ შაკურის წერილი, რომელშიც ის მომღერალთან განშორების მიზეზების შესახებ საუბრობს. ასევე უცნობი მუსიკალური ჩანაწერები, ფოტოსურათები, შიდა თეთრეული, თმის სამაგრი და სხვა ნივთები. მომღერალი დარწმუნებული იყო რომ ეს ნივთები მასთან ინახებოდა.

აუქციონ Gotta Have It! Collectibles-ის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მადონას პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლო იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე