ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე გარე განათების სამუშაოები დასრულდა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 19.07.2017
ნანახია: 1172

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის  ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებებს ახორციელებს. სამუშაოები მოიცავს: გარე განათების ქსელის მოწყობას, ხმაურიანი ზოლების  და დამატებითი საგზაო ნიშნების განთავსებას, ასევე ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას.

ამჟამად, ქუთაისი-სამტრედიის 24კმ-იანი მონაკვეთის განათების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. გარე განათების სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. განათების სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) აფინანსებს, აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ჯავა“ აწარმოებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე