ე.წ. დეზერტირების ბაზარში საწყობი იწვის

საქართველო, თბილისი - 16:00 | 17.07.2017
ნანახია: 1582

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, ყოფილ ჩინელების ბაზარში ხაძარია. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, იწვის საწყობები.     

ცეცხლი დაახლოებით 200 კვ.მ.-ს მოედო. როგორც ცნობილია საწყობში, რომელიც 6 ადამიანს ეკუთვნოდა, პლასტმასის ნივთები და პროდუქტები ეწყო. 

ამ დროისთვის ადგილზე 4 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ხანძრის ძირითადი კერა ჩამქვრალია, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე