ბავშვთა ინფექციურმა კლინიკურმა საავადმყოფომ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ჩაიდინა, - იმბუდსმენი
საქართველო, თბილისი - 12:11 | 23.09.2015 ნანახია: 2858
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია გ.გ.-ს მიმართ, მისი სქესის გამო, - ამის შსესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2015 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს - დასახოს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა და შეიმუშავოს შიდა დოკუმენტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საავადმყოფოს ყველა განყოფილებაში თავდგომასთან დაკავშირებით პაციენტთა და მშობელთა, მეურვეთა თუ წარმომადგენელთა მიმართ თანასწორი მოპყრობა.
როგორც ირკვევა, მოაქალაქემ არასრულწლოვანი შვილი გადაიყვანა თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინფექციური დაავადებითა და მაღალი ტემპერატურით. მას სურდა 15:00-00:00 დროის პერიოდში შვილთან თავმდგომად დარჩენა, რაზეც რესპირატორული ვირუსული ინფექციების განყოფილების გამგემ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ აღნიშნულის უფლება მხოლოდ დედას და ბებიას ეძლევა, ხოლო მამაკაცები არ არიან დაშვებულნი თავმდგომებად.
გამგის განმარტებით, ის კატეგორიულად არ დაუშვებს განყოფილებაში მამაკაცს, ვინაიდან ის შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში მოვიდეს და თუ დედას არ შეუძლია ბავშვთან დარჩენა, მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლის მოყვანას სთხოვენ.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მიუთითა, რომ მომჩივანისთვის შვილთან თავმდგომად დარჩენაზე უარი, ეფუძნებოდა არა მომჩივანის ინდივიდუალური ქცევისაგან გამოწვეულ საშიშროებას, წესრიგისა და პაციენტთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, არამედ საავადმყოფოში არსებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მამაკაცებს არ აქვთ უფლება შვილთან დარჩნენ პალატაში.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სტერეოტიპები უზღუდავს მამაკაცებს შესაძლებლობას შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი შვილის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მეუღლეებთან ერთად გაინაწილონ მშობელზე დაკისრებული ტვირთი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მამის როლის დაკნინება ბავშვზე ზრუნვასა და აღზრდაში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა სტიგმებისგან თავისუფალ გარემოში ქალთა თანაბრად ისარგებლონ მშობლის უფლებებით და იტვირთონ მათზე დაკისრებული მოვალეობები”, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















