2017 წლის 15 ივლისს ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება
საქართველო, თბილისი - 17:09 | 12.07.2017 ნანახია: 1719
საუკუნის პროექტი - 2017 წლის 15 ივლისს ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება. საზოგადოება კიდევ ერთი ხილული სასწაულის მომსწრე გახდება, ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში, აღმოსავლეთ-დასავლეთ-სამხრეთ საქართველოს გზაგასაყარზე, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში საფუძველი ჩაეყრება საუკუნის პროექტის, ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას.
პროექტი, რომლის ავტორიც სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე სვიმეონია, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. გრანდიოზული პროექტის გახსნა 15 ივლისს ტაძრის საძირკველის კურთხევით დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სასულიერო მაღალი იერარქიის სამღვდელოება, მთავრობის წარმომადგენლები და ემიგრანტებიც დაესწრებიან, მრევლს მისვლა საქართველოს ყველა კუთხიდან შეეძლება. ახალი ბანას აღდგომის სახელობის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, ზემო სერის მთაზე შედგება, საზოგადოებას მისვლა 15 ივლისს 11 საათიდან შეეძლებათ.
13:00 საათზე შედგება ტაძრის მშენებლობის კურთხევა, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჩაატარებს და მეუფე სვიმეონთან ერთად, ისტორიული პროექტის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში კაფსულას მოათავსებს.
15 ივლისს, ახალი ბანას პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა პატრიარქისა და მეუფე სვიმეონის კურთხევით, შეიტანონ წვლილი ტაძრის მშენებლობაში და საძირკველში ჩასაყოლებლად ზემო სერის მთაზე მიიტანონ ქვა, რომელზეც საკუთარი და ახლობლების სახელები იქნება დაწერილი.
ხაშური-სურამის ეპარქიის ხელმძღვანელის თქმით, ტაძრის მშენებლობის მიზანი მომავალი თაობებისთვის ბანას ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.
"ბანას" ისტორია და რას მოიცავს ახალი ბანას სამონასტრო საგანმანათლებლო კომპლექსი: ახალი ბანას აღდგომის სახელობის სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება აწ განადგურებული ქართული ისტორიული მემკვიდრეობის უდიდესი საგანძურის - ბანას ტაძრის ორეული და 21-ე საუკუნის საქართველოში ქართული განათლების ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი - საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოდითგანვე არსებული ყოველი მონასტერი იყო არამარტო სასულიერო მოღვაწეობის ადგილი, არამედ - საგანმანათლებლო ცენტრიც.
ახალი ბანას საგანმანათლებლო ცენტრში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზები, კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სასწავლო და სამეცნიერო შეხვედრებს გამართავენ და შეეძლებათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. სასწავლო პროცესის და სამეცნიერო მუშაობის პარალელურად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოილოცონ ახალი ბანას ტაძარი და დაესწრონ ღვთისმსახურებას, გაეცნონ მონასტრულ ცხოვრებას, მონაწილეობა მიიღონ მონასტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, დააგემოვნონ მონასტერში მომზადებული ტრადიციული ქართული კერძები და განიტვირთონ უმშვენიერეს ბუნებაში.
ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი თავისი არსებობით ხელს შეუწყობს თეოლოგიურ და სხვა სამეცნიერო დარგებში საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებას.მეცნიერებისა და განათლების უდიდეს მნიშვნელობაზე არაერთხელ უსაუბრია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. როგორც ილია II ბრძანებს:“მეცნიერებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ის გადაარჩენს ჩვენს ხალხს. თუ ჩვენ მეცნიერება დავკარგეთ და დავივიწყეთ, ქართველი ხალხი დაიღუპება. მეცნიერება ცვლის ადამიანის ბუნებას და ხასიათს. თუ განათლებულია ადამიანი, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე.
#მოდიბანასპროექტისპრეზენტაციაზე #დადეშენისახელობისქვაბანასასაშენებლად #შექმენისაქართველოსისტორია #ბანაგვაერთიანებს
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















