მდინარე რიონის ადიდების გამო ქალაქი ონი დაიტბორა

საქართველო, თბილისი - 15:20 | 07.07.2017
ნანახია: 1717

გადაუღებელი წვიმის გამო ადიდებული მდინარე რიონი რაჭაში კვლავ პრობლემებს ქმნის.

დატბორილია ქალაქი ონი, მდინარის წყალმა ჯებირები გადმოკვეთა და საფრთხე ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნა.

როგორც ონის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, თუ ნალექი არ შეწყდება, შესაძლოა, საცხოვრებელი სახელბიც დაიტბოროს.

"ქალაქ ონში, აღმაშენებლის ქუჩაზე 4 ოჯახის ეზო დაიტბორა. თუ ნალექი არ შეწყდა, იქმნება საშიშროება, რომ წყალი სახლებში შევიდეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე