მასობრივი ჩხუბის შედეგად ციხეში 28 პატიმარი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:53 | 07.07.2017
ნანახია: 1257

მექსიკის ციხეში ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეტაკება მრავალრიცხოვანი მსხვერპლით დასრულდა.

აკაპულკოს საპატიმროს „ლას-კრუსესის“ ადმინისტრაცია სულ მცირე 28 დაღუპულის შესახებ იტყობინება. რამდენიმე ცხედარს თავი აქვს მოკვეთილი.

პატიმართა უმეტესობა დანით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ხელისუფლების მონაცემებით, ცეხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.

აკაპულკო ნარკოტიკების წარმოების უმსხვილესი ცენტრის-  ჰერეროს შტატის უდიდესი ქალაქია.

გასულ წლებში აკაპულკო მექსიკის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ქალაქი იყო. მაგრამ დანაშაულის მკვეთრი ზრდის გამო ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად გადაიქცა.

მექსიკის ყველა დანარჩენი ციხის მსგავსად „ლას-კრუსესი“ გადავსებულია. ამ მომენტისთვის საპყრობილეში ორი ათასზე მეტი მსჯავრდებული იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე