16 ადამიანი ნიანგებით სავსე ტბორში ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 04.07.2017
ნანახია: 1554

ფლორიდაში საჰაერო ბურთი ნიანგებით სავსე ტბორში ჩავარდა. დრამატულ კადრებს ფოქს-ნიუსი ავრცელებს. ინციდენტი დისნეი-ლენდის სიახლოვეს მოხდა.

გონდოლაში მყოფი 16 ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა.

ადგილობრივ კლინიკაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი გადაიყვანეს, რომელსაც ტბორის წყალი ჰქონდა ნაყლაპი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


პოლიტიკა