ბერმუდის სამკუთხედში კუნძული „ამოიზარდა“

საქართველო, თბილისი - 11:38 | 04.07.2017
ნანახია: 1439

ბერმუდის საკუთხედში მოულოდნელად წყლიდან კუნძული ამოვიდა, თუმცა მასთან მიახლოება ადამიანებისათვის უსაფრთხო არაა, - ამის შესახებ წერს Metro. 

წყაროს ინფორმაციით, კუნძული შელი-აილენდი სამხრეთ კაროლინასთან რამდენიმე თვეში გაჩნდა. 
კუნძული მატერიკისგან ვიწრო ღრმულითაა გამოყოფილი. ასევე კუნძულის გარშემო ბევრი ზვიგენი „დაძრწის“.

მეცნიერები ამბობენ, რომ არ იციან კუნძული ისევ ზრდას განაგრძობს, თუ იმ ფორმით შენარჩუნდება როგორიც დღესაა. ისინი არც მის უეცარ გაქრობას არ გამორიცხავენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე