ჩინეთში წყალდიდობას 33 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 04.07.2017
ნანახია: 1110

ჩინეთის სამხრეთით რამდენიმე პროვინციაში წყალდიდობას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.
ძლიერი წვიმები გასულ შაბათ-კვირას დაიწყო. სტიქია 9,5 მლნ ადამიანის შეეხო. ხელისუფლებამ ასობით ათასი მცხოვრების ევაკუირება მოახდინა.

ეკონომიკური ზარალი 2,65 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

სტიქიის შედეგად დაინგრა 19 ათასი სახლი, 189 ათასი შენობა კი დაზიანდა.

მეტეოროლოგების ცნობით, წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე