ავღანეთში „თალიბანის“ 40-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 03.07.2017
ნანახია: 1144

„თალიბანის“ 43 მებრძოლი გაანადგურეს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების შედეგად.  
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაჭრილია 27 მებრძოლი. ლიკვიდირებულთა შორის არის მებრძოლთა სამი საველე მეთაურიც.

ავღანეთში ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დაიძაბა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა,“ რომელიც მანამდე ქვეყნის სოფლებით დასახლებულ ტერიტორიებს აკონტროლებდა, მსხვილი ქალაქების დასაკავებლად იერიში დაიწყო.

ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე გაიზარდა „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე