ბრიტანელმა მუსლმან გოგონას სახეში ბეკონის ნაჭერი გაარტყა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 30.06.2017
ნანახია: 1276

ლონდონის სასამართლომ ბრიტანელს, რომელმაც მუსულმან გოგონას სახეში ბეკონის ნაჭერი გაარტყა, ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პოლიციის განცხადებით, 36 წლის ალექს ჩივერსი ქალსა და მის ქალიშვილს მიუახლოვდა, რომლებიც ტრადიციულ მუსულმანურ სამოსში იყვნენ ჩაცმულნი და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა.

 შემდეგ ჩივერსმა გოგონას სახეში ბეკონის ნაჭერი ესროლა.

გოგონა არ დაშავებულა, მაგრამ უდიდესი შოკი მიიღო. ჩივერსის მეგობარმა მომხდარი ვიდეოკამერით გადაიღო.

პატიმრობასთან ერთად ჩივერსს დაზარალებულისთვის 115 ფუნტის გადახდაც მოუწევს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე