კიევში დაზვერვის სამმართველოს გარდაცვლილი თანმშრომლის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული

საქართველო, თბილისი - 16:14 | 27.06.2017
ნანახია: 1618

ავტომობილი, სადაც უკრაინის თავადცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა, მის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შედეგად აფეთქდა. ამის შესახებ ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშჩენკომ განაცხადა.
დღეს კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაზვერვის სამმართველოს თანამშრომელი პოლკოვნიკი მაქსიმ შაპოვალი გარდაიცვალა.

საქმე „ტერაქტის“ მუხლით აღიძრა. ამასთან უკრაინული სააგენტო სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამი აფეთქება მოხდა.

სააგენტოს ცნობით, პირველად ასაფეთქებლი მოწყობილობა საწვავის ავზში ამოქმედდა, რომელსაც მანქანაში სხვადსხვა ადგილას დამონტაჟებული ორი აფეთქება მოყვა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე