ლიბიის სანაპიროსთან 700-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:53 | 26.06.2017
ნანახია: 1158

ირლანდიურმა სამხედრო ხომალდმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის სანაპიროსთან 712 ადამიანი გადაარჩინა.

ხომალდმა LÉ Eithne-მა სამაშველო ოპერაცია უბედურების ზონაში ჩაატარა. ექვსი მიგრანტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მათი გადარჩენა მოხერხდა.

 „როიტერის“ ინფორმაციით, გემმა ყველა მიგრანტი, მათ შორის 14 ორსული და ჩვილი ბავშვები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. პორტში მათ იტალიის ხელისუფლებას გადასცემენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე