“ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე ჰაკერებმა ოჰაიოს გუბერნატორის ვებგვერდი გატეხეს

საქართველო, თბილისი - 11:44 | 26.06.2017
ნანახია: 1217

 

“ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე ჰაკერებმა აშშ-ის შტატ ოჰაიოს გუბერნატორისა და სხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდები გატეხეს. 

გუბერნატორ ჯონ კეისიკის ვებგვერდზე ინგლისურენოვანი ტექსტი გამოჩნდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს ემუქრებიან. ტექსტში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი და ამერიკელები მუსლიმურ ქვენებში დაღვრილი თითოეული წვეთი სისხლისთვის დაისჯებიან. 

ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევა დაჯგუფება Team System Dz-მა განახორციელა. აღნიშნულ ჰაკერულ ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ვებვერდი აქვს გატეხილი და საიტებზე ხშირად ისრაელის საწინააღმდეგო მიმართვებით არის ცნობილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე