16 წლის მოზარდმა 8 წლის ბავშვი გააუპატიურა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 26.06.2017
ნანახია: 2103

მანჩესტერში 16 წლის  მოზარდი 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისათვის დააკავეს. მის დაკავებაში პოლიციელებს ადგილობრივი მცხოვრებლები დაეხმარნენ. დღეს ის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ინციდენტი მოსტონის რაიონში ნოთჰერსტის პარკში მოხდა.

პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვანმა ბავშვი გააუპატიურა და მის დაჭერას გამვლელები ცდილობდნენ.

მოზარდი პარკთან ახლოს მდებარე მაღაზიაში დააკავეს.

გაზეთ Guardian-ის ცნობით, გამვლელები ახალგაზრდას პოლიციის მისვლამდე აკავებდნენ.

პარკი მცირეწლოვანი ბავშვების დასვენებისთვისაა განკუთვნილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე