ტურისტების გემი წყალში ჩაიძირა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 10:17 | 26.06.2017
ნანახია: 1289

კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთით ტურისტების გემი ჩაიძირა. დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი, 20-ზე მეტი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბორტზე სულ 170 ტურისტი იმყოფებოდა.

კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით კიდევ 16 ადამიანი უგზოუკვლოდ არის დაკარგული.

ამის გარდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ 133 ადამიანის გადარჩენის ფაქტი დაადასტურა.

ხომალდმა „ალმირანტემ“ კატასტროფა პენიოლის წყალსაცავში განიცადა, რომელიც ტურისტულ ქალაქ გუატაპეს ეკუთვნის.

თვითმხილველების თქმით, ადამიანები გადარჩენის მიზნით წყალში გადახტნენ, რომლებიც მოსეირნე ნავებმა აიყვანეს.

გემი წყლის ქვეშ ხუთ წუთში ჩაიძირა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე