ავტობუსის მძღოლებმა პროტესტის ნიშნად კაბები ჩაიცვეს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 22.06.2017
ნანახია: 1323

საფრანგეთის ქალაქ ნანტში ტრამვაისა და ავტობუსის მძღოლებმა, რომლებსაც ძლიერი სიცხის დროს მოკლე შარვლების ჩაცმა აუკრძალეს, პროტესტის ნიშნად კაბები ჩაიცვეს. ამის შესახებ გაზეთი Parisien-ი წერს.

აქციის მონაწილეების თქმით, ქალ მძღოლებს კაბების ჩაცმა ნებადართული აქვთ, მაშინ როდესაც მამაკაცის ფორმებში მისი „ექვივალენტი არ არსებობს“.

„2013 წლიდან ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ მამაკაცებს  მაღალი სიცხის დროს მოკლე შარლვების ტარება შეეძლოთ“, - განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა.

მძღოლების თქმით, მათ სამუშაო ადგილებზე ტემპერატურა ზოგჯერ 50 გრადუსს აღწევს, რის გამოც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.

ბოლო დღეების განმავლობაში საფრანგეთში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. დღისით ჰაერი 37 გრადუსამდე თბება, რაც მძღოლებისთვის სამუშაო პროცესს ართულებს. საფრთხის ნარინჯისფერი დონე 67 დეპარტამენტშია გამოცხადებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე