აშშ-ში სიცხემ 4 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 22.06.2017
ნანახია: 1190

გაუსაძლისი სიცხე ამერიკაში. ჰაერის ტემპერატურამ კალიფორნიასა და ნიუ მექსიკოში 40 გრადუსს მიაღწია. ძლიერმა სიცხემ სან ხოსესა და კარლსბად კავერნსის რაიონებში 4 ადამიანი იმსხვერპლა.

მზის დარტყმითა და ჰაერის უკმარისობით ადგილობრივ კლინიკებში ათობით ადამიანი მოხვდა.

ანალოგიური ვითარებაა შექმნილი არიზონაშიც, სადაც ანომალური სიცხის გამო აეროპორტების მუშაობა შეფერხდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე