96 წლის პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოხვდა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 22.06.2017
ნანახია: 1570

ელისაბედ მეორის მეუღლე ედინბურგის პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოხვდა. წინასწარი მონაცემებით, მონარქთა ოჯახის წარმომადგენელს ინფექციური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

96 წლის პრინცი ჰოსპიტალში ჯერ კიდევ გასულ ღამეს გადაიყვანეს, თუმცა პრესისთვის ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.

მედიის ცნობით, ამჟამად ფილიპი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო პარლამენტში ელისაბედ მეორის სიტყვით გამოსვლას გამოტოვებს.

წელს პრინცი ფილიპი და ელისაბედი ქორწინების 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე