თურქეთში ნატოს სამხედრო ობიექტთან აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 22.06.2017
ნანახია: 1132

ნატოს სამხედრო ობიექტთან აფეთქება მოხდა თურქეთის იზმირის პროვინციაში. „როიტერის“ ცნობით,  დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაზუსტებული ინფორმაციით, აფეთქება ნატოს სამხედრო ობიექტთან მდებარე სასაფლაოზე მოხდა.

აფეთქების შედეგად დაინგრა კედელი. პოლიცია მომხდარის მიზეზებს სწავლობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე