სამშენებლო ამწეს ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 09:33 | 22.06.2017
ნანახია: 1116

დიდი ბრიტანეთში, ჩეშირის საგრაფოში სამშენებლო ამწეს ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

მათივე ინფორმაციით, ამწეს დაცემის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, რომლის მაცხოვრებლებიც, მცირეწლოვანი და მისი მშობელი, შემოწმების მიზნით, ასევე გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქუჩა გადაკეტეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე