„დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან 16-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა შეჩერებულია

საქართველო, თბილისი - 16:36 | 21.06.2017
ნანახია: 1224

საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 16-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა შეჩერებულია.

თუმცა, სამშენებლო კომპანიას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია და სავარაუდოდ, ამ უფლებას გამოიყენებს.

მშენებლობა საწვრთნელი ბაზიდან 7 მეტრის სიახლოვეს იყო დაწყებული, რასაც „დინამოს“ პრეზიდენტი, რომან ფიფია, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები აპროტესტებდნენ.

ამ მშენებლობის გამო „დინამო თბილისი“ მომავალში საწვრთნელმა ბაზის ადგილის შეცვლის საკითხსაც კი განიხილავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე