საუდის არაბეთის მეფემ ტახტის მემკვიდრე შეცვალა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 21.06.2017
ნანახია: 1346

საუდის არაბეთის მეფემ სალმანმა ტახტის მემკვიდრე შეცვალა. მუჰამედ ბენ ნაიფის ნაცვლად ტახტის მემკვიდრე მონაქრის 31 წლის ვაჟი მუჰამედ ბენ სალმანი იქნება.

ახალი მემკვიდრის დასამტკიცებლად ხეისუფლებამ კენჭისყრა ჩაატარა.

მუჰამედ ბენ სალმანის კანდიდატურას მხარი საბჭოს 31-მა წევრმა დაუჭირა, საბჭოში 43 ადამიანია გაწევრიანებული.

ამის გარდა მუჰამედ ბენ ნაიფმა დაკარგა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაც. ამ პოსტზე მეფემ პრინცი აბდულ-აზიზ ბენ საუდ ბენ ნაიფი დანიშნა.

მუჰამედ ბენ ნაიფი ტახტის მემკვიდრე 2015 წლის გაზაფხულზე გახდა, როდესაც სალმანმა საუდის არაბეთის ტახტი დაიკავა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე