ასზე მეტი იმიგრანტი ხმელთაშუა ზღვაში დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 20.06.2017
ნანახია: 1138

სულ მცირე 126 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ხმელთაშუა ზღვაში ლიბიის სანაპიროსთან. არალეგალი იმიგრანტების ნავს სხვა იმიგრანტების გადამყვანები თავს დაესხნენ. ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

ნავი ლიბიის სანაპირო წყლებში იმ დროს ჩაიძირა, როდესაც მას თავს დაესხნენ და ძრავი წაართვეს.

ორგანიზაციის პრეს-მდივნის ფლავიო დი ჯაკომოს თქმით, ლიბიელმა მეთევზეებმა ოთხი იმიგრანტის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც შემდეგ იტალიაში პალერმოს პორტში გადაიყვანეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე