მეხი Turkish Airlines-ის თვითმფრინავსაც დაეცა

საქართველო, თბილისი - 14:28 | 20.06.2017
ნანახია: 1369

Atlasglobal-ის თვითმფრინავის მსგავსად,  Turkish Airlines-ის თვითმფრინავსაც მეხი ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისთანავე დაეცა და მასაც აეროპორტში დაბრუნება მოუხდა.

როგორც Haberturk-ი იტყობინება, Turkish Airlines-ის ბორტზე 101 მგზავრი იმყოფებოდა და ის სტამბოლიდან ყაზანის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

Boeing 737-800-ს მეხი ორშაბათს ადგილობრივი დროით 21.39 საათზე დაეცა. თვითმფრინავის პილოტმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და მგზავრებს ყაზანში დაბრუნება სხვა ბორტით მოუხდათ.

ანალიუგიური პრობლემა შეექმნა გუშინ Atlasglobal-ს თვითმფრინავსაც, რომელიც სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა რეისს. თვითმფრინავს ათათურქის აეროპორტიდან აფრენისთანავე მეხი დაეცა და პილოტმა მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით უკან ათათურქის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე