თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 20.06.2017
ნანახია: 1177

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტის მესამე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშა იყო. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მომხდარზე შეტყობინება, დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა. 

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე