ერაყში აფეთქებისას დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 20.06.2017
ნანახია: 1176

ფრანგი ჟურნალისტი სტეფან ვილნევი ერაყის ქალაქ მოსულში ნაღმზე აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეარხი France 2 ავრცელებს.

მისი ცნობით, აფეთქება მოსულის ძველ ნაწილში მოხდა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებროლები აკონტროლებენ.

ვილნევის გარდა დაიჭრა მისი ორი კოლეგა ვერონიკა რობერი და სამუელ ფორე. რობერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ქურთი ჟურნალისტი ბახტიარ ადადიც.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე