პეტრო პოროშენკო დონალდ ტრამპს დღეს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:45 | 20.06.2017
ნანახია: 1189

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს გაიმართება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით პეტრო პოროშენკო დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ყირიმისა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხებს განიხილავს.

ექსპერტების პროგნოზით, შეხვედრაზე ასევე განიხილება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში აშშ-ის მონაწილეობის ახალი ფორმატი.

პოროშენკო შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ის ასევე შეხვდება ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსსა და პენტაგონის ხელმძღვანელს ჯეიმს მეტისს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე