ავღანეთში ამერიკის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 11:00 | 20.06.2017
ნანახია: 1161

ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რვა ავღანელი გუშაგი დაიღუპა. მებრძოლები პარვანის პროვინციაში განლაგებულ ბაზას დაესხნენ თავს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაჭრილია კიდევ ორი სამხედრო.

თავდასხმა იმ დროს განხორციელდა, როდესაც სამხედროები აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმსხვილესი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე