კოლუმბიაში ორი ჰოლანდიელი ჟურნალისტი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 20.06.2017
ნანახია: 1111

ორი ჰოლანდიელი ჟურნალისტი გაიტაცეს კოლუმბიაში რადიკალური ორგანიზაციის -ეროვნული განმათავისუფლებელი არმიის წევრებმა. ინფორმაციას სამხედროებზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

ტელეჟურნალისტები დერკ იოჰანეს ბოლტი და ეუჯინიო ერნესტ მარი ვენესუელის საზღვართან ქალაქ ელ-ტარაში პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს გაიტაცეს.  

კოლუმბიელი სამხედროები დაკარგულ ჟურნალისტებს უკვე ეძებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული განმათავისუფელებლია არმია (ELN) ორი ათასი წევრისგან შედგება.

ის რაოდენობის მიხედვით მეორე შეიარაღებული ორგანიზაციიაა კოლიმბიის რევოლუციური ძალების (FARC) შემედეგ.


პოლიტიკა