ქალმა Jet Airways-ის თვითმფრინავში 10 კმ-ის სიმაღლეზე იმშობიარა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 19.06.2017
ნანახია: 1099

ინდოეთის კერალის შტატის მცხოვრებმა თვითმფრინავში იმშობიარა. ბავშვი იმ დროს დაიბადა, როდესაც ლაინერი 10 კმ-ის სიმაღლეზე იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდოეთში საუდის არაბეთიდან მიფრინავდა.

უჩვეულო შემთხვევა ავიაკომპანია Jet Airways-ის თვითმფრინავში მოხდა.

ბორტზე 162 მგზავრი იმყოფებოდა. როდესაც ქალს მშობიარობა დაეწყო, თვითმფრინავის ეკიპაჟმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოითხოვა.  

თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და მუმბაის აეროპორტში დაეშვა.

ეკიპაჟის წევრებს მშობიარობის მიღებაში ბორტზე მყოფი მედდა დაეხმარა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ დაეშვა და დედა და  ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ავიაკომპანიის ცნობით, ეს ბავშვის დაბადების პირველი შემთხვეაა Jet Airways-ის თვითმფრინავების ბორტზე. ამასთან დაკავშირებით, ბავშვი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ავიაგადმყვანის რეისებით უფასოდ იმგზავრებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე