სააკაშვილს კვერცხები ესროლეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:09 | 19.06.2017
ნანახია: 1229

ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს კვერცხები ესროლეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ამის შესახებ ინტენტეტ-პორტალი dnepr 24 იტყობინება.

ინციდენტი კრივოი როგში მოხდა, სადაც სააკაშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. მას შემდეგ, რაც ყოფილმა გუბერნატორმა კიევში დაღუპული დემონსტრანტებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო, ადგილობრივებს სიტყვით მიმართა.

მოულოდნელად მას უცნობმა ახალგაზრდამ კვერცხები და  ბრილიანტის მწვანის პაკეტები დაუშინა. სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს. 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე