ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:51 | 16.06.2017
ნანახია: 1229

ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა სტიუარტ კანდიმ განაცხადა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 17 გარდაცვლილის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი 2 დღის წინ გაუჩნდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურდა. 79 ადამიანი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. 17 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ცოტა ხნის წინ ტრაგედიის ადგილი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ და პრინცმა უილიამმა მოინახულეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე