8 დაღუპული, 65 დაშავებული - აფეთქება საბავშვო ბაღთან

საქართველო, თბილისი - 12:19 | 16.06.2017
ნანახია: 1416

ჩინეთის პოლიცია ძიანსუში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქება საბავშვო ბაღთან 22 წლის ახალგაზრდამ მოაწყო, რისთვისაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა.

ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 65 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ტერორისტი აფეთქებისას დაიღუპა.

დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე